16:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 20:34:35, 382 ნახვა

საზოგადოება
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაწმენდით სამუშაოებში თვითნებურად არ ჩაერთონ

დედაქალაქის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თვითნებურად არ ჩაერთონ, რადგან, მათივე განმარტებით,  არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა გაწმენდით სამუშაოებს ხელი შეუშალოს.

მერიის ინფორმაციით, თბილისში, მდინარე ვერეს მოვარდნის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მობილიზებით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და ხორციელდება მოხალისეობის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელთაც 10 კოორდინატორი ხელმძღვანელობს.

„ამ წუთებში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები, ტანმოვარჯიშეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დასუფთავების პროცესში (სანაპიროს ქ.#8). ასევე, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა მოხალისეები მონაწილეობენ სვანაძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებში.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ აღნიშნულ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან, რადგან არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწმენდით სამუშაოებს.

მოხალისეთა ჯგუფები, ორგანიზებულად მივლენ სასტუმროებში, სადაც განთავსებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და მათ, საჭიროების შესაბამისად, დაეხმარებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics