2015-06-09 12:36:24, 450 ნახვა
სამართალი
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ბეჟან გუნავა დააკავეს
CT Park-თან გამართულ აქციაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი ბეჟან გუნავა დააკავეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აქციაზე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების უფასოდ გასაჩივრებას სთავაზობენ.
მათივე ცნობით, ბეჟან გუნავა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაყვანილი და სასამართლოში სავარაუდოდ მას დღის ბოლომდე გადაიყვანენ. აქცია CT Park სადგომთან გრძელდება.
„დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აგრეთვე თავიანთი ჯარიმები მოგვაწოდონ ოფისში: თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, მე-10 კორპუსი, ბინა 32 ან ატვირთეთ ჯარიმის ფოტო ამ პოსტის კომენტარებში“, - აცხადებენ პარტიაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან