15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:15:18, 356 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში ელისაბედ II-ის იუბილე კონცერტით აღინიშნა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმპროვიზირებული კონცერტი ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და უელსის პრინცის დივიზიის ბენდმა მსოფლიო ჯაზის შედევრები შეასრულეს. კონცერტის მოსასმენად თავდაცვის უწყებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესიც ესტუმრა.

იმპროვიზირებულ კონცერტს ბრიტანული ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი პოლ კოლისს სმიტი დირიჟორობდა. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა და ბრიტანელმა მუსიკოსებმა ერთობლივი რეპერტუარი 45 წუთში მოამზადეს. მიუხედავად დროის სიმცირისა, მუსიკოსებმა ჯაზ-კომპოზიციები ვირტუოზულად შეასრულეს.

ბრიტანული ორკესტრი თბილისში სპეციალურად დედოფლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics