13:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 11:30:59, 5111 ნახვა

სპორტი
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი - საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ ყირიმის ანექსია განაპირობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.

თავის სიტყვაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის, პირველი - კრემლის პოლიტიკაა.

„რუსეთი საერთაშორისოდ დამკვიდრებული  ქცევის წესებს მუდმივად არღვევს. ყირიმის დაკავება  2014 წელს პირველი შემთხვევაა 1945 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია სამხედრო ძალის გამოყენებით განხორციელდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში ეს არ ყოფილა კრემლის პირველი შეჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პირველი იყო საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს", - განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ  განაპირობა ყირიმის ანექსია. მისი თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ენდობიან  მის დაპირებებს მეგობრები და რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარებს მტრები. „ჩვენ კი, გაძლიერების ნაცვლად, ვასუსტებდით ჩვენს ავტორიტეტს", - დასძინა მან.

ჯერემი ჰანტი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგრეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ხელყოფს საერთაშორისო წესრიგს.

„ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევს წითელი ხაზების გადაკვეთისთვის, იქნება ეს ტერიტორიული ინტერვენციები, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ კიბერ-თავდასხმები", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics