15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:13:14, 327 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ტრენინგი ადამიანური რესურსების უკეთ მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად.

სემინარს აშშ-ის საზღვაო უმაღლესი სკოლის პერსონალის მართვის სისტემების ანალიზის პროგრამის უფროსი ლექტორი ბილ ჰეთჩი უძღვება. ის საქართველოში აღმოსავლეთ ევროპაში პერსონალის მართვის სწავლებათა ტურნეს ფარგლებში იმყოფება. კურსს თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებიან.

ორდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics