18:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:39:06, 496 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ავიაციის გამოყენებით ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ავიაციის გამოყენებით ახორციელებს.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ,   მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ფოთლის მღრღნელი მავნებლები გასულ წელს შეიმჩნეოდა, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე  გამოკვლევის შედეგად დაზუსტდა მავნებლის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ფართობები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 339 ჰექტარი, რომელიც დუშეთისა და მჭადიჯვრის სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო, ქვემო ქართლში 342 ჰექტარი ფოლადაურისა და კაზრეთის სატყეოებში.

უწყების ცნობით, ავიაციით ტყეების დამუშავება მოხდება დილის (გათენებისას, მზის ამოსვლამდე) და საღამოს საათებში და ამ პერიოდისთვის რეკომენდირებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა.

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო  გამაფრთხილებელ განცხადებებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით გაავრცელებს, ხოლო შეწამვლის პროცესი  სპეციალსიტების ზედამხედველობით განხორციელდება.

 აღსანიშნავია, რომ შერჩეული პრეპარატი - ლეპიდოციდი სკ-მ წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დამუშავებისთვისაც და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics