16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 13:16:46, 353 ნახვა

საზოგადოება
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს იწყებს. 

კომისიის ინფორმაციით, 31 მაისის არჩევნებისთვის ცესკო შპს სტამბა „ფავორიტში“ 2,350 ბიულეტენს დაბეჭდავს. 

ბეჭდვის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლები და ცესკოს წევრები დააკვირდებიან. 

სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების შუალედური არჩევნები 31 მაისს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. 

შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშნვის შესახებ განკარგულება ცესკომ 23 მაისის სხდომაზე მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics