2015-05-21 16:54:07, 645 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: 2015 წელს 4 პატიმარია გარდაცვლილი
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, 2015 წლის პირველ ნახევარში ოთხი პატიმარია გარდაცვლილი.
ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა.
კახიშვილის თქმით, თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება, ქვეყანა ევროპაში მოწინავე პოზიციას დაიკავებს.
„პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის სადაო ხდება, 2010- 2011 წლებში 132 -144 პატიმარი გარდაიცვალა. 2014 წელს კი ასეთი 27 შემთხვევა იყო. 2015 წლის პირველ ნახევარში კი 4, თუ ამას შევინარჩუნებთ ევროპაში მოწინავე ადგილზე ვიქნებით“,-განაცხადა კახა კახიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან