00:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 14:00:23, 339 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდა: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.

„ახალი განყოფილება გაიხსნა, აქ განთავსებული იქნება პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია იქნება განთავსებული, ეს ორი დანაყოფი. არის ახალი ინვენტარი, ახალი ტექნიკა. საგურამოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია, დიდი დასახლებაა საგურამოსი, ასევე მიმდებარე სოფლებში და თითქმის ორმაგდება ზაფხულში მოსახლეობით, ჩვენი მოქალაქეებით და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთის ასევე ჩვენი პოლიციისთვის, უფრო გაუადვილდება მუშაობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ შენობაში განთავსება გააუმჯობესებს და უფრო მეტად კოორდინირებულს, ოპერატიულს და ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ახალი შენობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics