13:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 21:49:33, 1011 ნახვა

სპეციალური ანონსი
1 ნოემბრის ანონსი

1 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „Holiday Inn“ გაიმართება დაინტერესებული მხარეების შეხვედრა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ. შეხვედრას დაესწრება საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების 70-ზე მეტი წარმომადგენელი. 

1 ნოემბერს, 10:45 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ფარგლებში სტიპენდიის დაწესების საკითხებზე საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებს სიახლეებს გააცნობს. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33 (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანატი) 
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

1 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი დაესწრებიან.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13

1 ნოემბერს, 11:20 საათზე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდისთან ერთად, თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვევა და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში ესტონეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამის მიმდინარეობას გააცნობს. 
მის: ორდე დგებუაძის ქუჩა
მედია უნდა მივიდეს 11:00 საათზე

1 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართავენ. 
(მედიის წარმომადგენლების მისვლის დრო არაუგვიანეს 12:00 საათისა)

1 ნოემბერს, 18:00 საათზე, არტ მენეჯმენტის სკოლა VERTIGO-ში გაიმართება ნინო ჟვანიას ვორქშოფი, რომელზეც სტუმრებს შორის იქნებიან გიორგი კეკელიძე, ვახო ბაბუნაშვილი, მიშა ჩარკვიანი, ნაჯა ორაშვილი, ჯაბა შავიშვილი და სხვები.
თემა: სახელოვნებო კონკურსების კოორდინაცია - წინანდლის პრემიაზე. 
მის: მელიქიშვილის გამზ. #7 
საკონტაქტო პირი ანი ლუხავა - 599 223640 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics