01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 15:11:25, 503 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ადგილზე ხეების მოჭრის გამო, პასუხისმგებლობას ბიძინა გიორგობიანს აკისრებს

თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს ხმაური იყო.

ადგილობრივმა მოსახლეობამ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო, ხეების მოჭრა გააპროტესტა.

მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს.

ადგილობრივების მხარდასაჭერად იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც მივიდა. ელისაშვილს თავდაპირველად ტერიტორიაზე, სადაც ხეები მოიჭრა, არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

არსებული ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია "არქი ჯგუფი" პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics