19:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:56:16, 2351 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ირაკლი ასლანიშვილი: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, კონსტიტუციაში 94-ე მუხლი იგივე ფორმულირებით დარჩეს

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, მათთვის კონსტიტუციაში ყველაზე საინტერესო რეფერენდუმის საკითხია.

კერძოდ, ასლანიშვილის განმარტებით, ბიზნესსექტორის პრინციპული პოზიციაა, კონსტიტუციაში დარჩეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, გადასახადების გაზრდა, ან ახალი გადასახადების შემოღება, რეფერენდუმის გარეშე არ უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში აღნიშნული მუხლის არსებობა პირდაპირ მოქმედებს უცხოურ  ინვესტიციებზე  და ეკონომიკურ ზრდაზე.

„ჩვენთვის მნიშნელოვანია 94-ე მუხლის არსებობა კონსტიტუციაში, რომელიც თავისუფლების აქტთან არის დაკავშირებული. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია  პრინციპულია და ვთვლით, რომ აღნიშნული მუხლი უნდა დარჩეს კონსტიტუციაში იგივე ფორმულირებით, რომ გადასახადების გაზრდა, ან ახალი გადასახადების შემოღება, არ უნდა მოხდეს რეფერენდუმის გარეშე. ამ მუხლის დარჩენა მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის.  კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა პირდაპირ მოქმედებს უცხოურ ინვესტიციებზე, ადგილობრივი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე, ინვესტიციებთან მიმართებაში ჰქმნის სტაბილურობის აღქმას კერძო სექტორში, რაც მნიშნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის“,-განაცხადა ასლანიშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია მათ პოზიციასთან თანხვედრაშია.

ასლანიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ბევრი პოზიტიური ცვლილება ხდება, რასაც კერძო სექტორი აფასებს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ თავისუფლების აქტის არსებობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics