12:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:37:49, 1947 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე მოქალაქეებს გაესაუბრებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვლის ინფორმაციით, მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან. 

მინისტრის განცხადებით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი დღეს მოაწერა. 

”მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი მას გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შს სამინისტრო მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა”, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რეადმისიის თაობაზე 7 300 განცხადება შემოვიდა და აქედან 95% დაკმაყოფილდა. მინისტრის თქმით, ეს ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics