21:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 14:17:20, 395 ნახვა

სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს

ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია დასრულდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ პატრულის  თანამშრომლის  სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნო. 

ამ დორისთვის ქუჩაში ნაპოვნია ტანსაცმელი და რენოს ტიპის ავტომობილი. ავტომობილს საქარე მინაზე ტყვიის კვალი აქვს. ტანსაცმელს კი, ექსპერტები სწავლობენ. 

ამ ადგილას სპეცოპერაცია, ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ 04:00 საათიდან დაიწყო.  ისინი  საცხოვრებელ კორპუსებს ამოწმებდნენ.

 გავრცელებული ინფორმაციით,  ეჭვმიტანილი  ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო სამუშაოები  ჯავახეთის ქუჩაზეც  ტარდებოდა, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. 

სპეცოპერაციის შედეგთან დაკავშირებით შსს–ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

 შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics