|
2015-04-04 10:10:24, 353 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხის პოლიციის სამმართველოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, ლენტეხის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამმართველოს შენობაში უმასპინძლეს და პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შსს-ს ინფორმაციით, ლენტეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. შსს-ს თანამშრომლებთან მოსწავლეების შეხვედრა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის - „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ - მიზანია მე-9-12 კლასების მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)