12:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 07:55:23, 1795 ნახვა

კომენტარი
პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ღირსეულად ვატაროთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცა და მოუწოდა აღნიშნულ მიღწევას გაუფრთხილდნენ. 

"ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვადა, რაც მოცემულია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გუშინ გამოქვეყნდა.საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი 1 მარტს მოეწერა, ხოლო 8 მარტიდან - ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ის ამოქმედდება. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics