22:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 11:39:55, 1979 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: არ გვჭირდება სწავლება, როგორ დავიცვათ მამა გიორგი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც უფლებადამცველებმა საგამოძიებო პროცესში ბრალდებულის დაკითხვის სახით ჩართვას თავი აარიდეს, პასუხობს და აცხადებს, რომ ბრალდებულ მამა გიორგის 5-ჯერ დაკითხვა არავის უცდია. 

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, შესაძლებელია მათ მართლაც აქვთ ბრალდებულის დაკითხვის ოქმი და შესაძლებელია, მართლაც გადასცენ პროკურატურას დათქმულ ვადებში, თუმცა, ადვოკატის თქმით, აქ მთავარი ისაა, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება არ გააჭიანუროს.

„ჩვენ არ გვჭირდება სწავლება, როგორ დავიცვათ მამა გიორგი“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი მოუწოდებს პროკურატურას საქმის ძიება დროულად დაასრულოს. 

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ბრალდებულ მამა გიორგის ადვოკატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში კითხავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics