23:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 13:33:37, 2300 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: გადაითვალეთ ერთმანეთი, რამდენს აღწევთ პარლამენტში

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს რაც შეეხება, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა,  ღიმილს იწვევს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა მთავარი პროკურატურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ  ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ გადაითვალეთ ერთმანეთი მაინც  რამდენს აღწევთ ამ შემთხვევაში პარლამენტში და რამდენად გაქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ პროკურატურამ გააკეთა ის რაც რა თქმა უნდა  გაეკეთებინა.  სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს მტყუანი მართალი, ვინ ბრალიანია და ვინ უბრალო. სწორედ ზედმეტი ინტერპრეტაციებით არ უნდა მივცეთ სახიფათო პროცესებს გასაქანი“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics