09:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:00:58, 2265 ნახვა

სამართალი კომენტარი
მამუკა ახვლედიანი ჟურნალისტს: როდესაც მოსამართლეს ესაუბრებით, ცოტა ღირსება იქონიეთ

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში, ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა ახვლედიანს ჰკითხა - „სკანდალურ გადადგომაში უფრო მეტს სთავაზობდნენ თუ ურთმელიძის მოთოკვაში“.

საპასუხოდ, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ტიპის კითხვები სამარცხვინოა და ჟურნალისტს მოსამართლესთან საუბრის დროს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„სად ნახეთ სკანდალური გადადგომა? ცერცვაძე-ჩინჩალაძე თამაშობს გვარამიას თამაშს ?! ამას ამბობთ?! გვარამიას უნდოდა ალბათ სკანდალური გადადგომა, გადამაყენა ცერცვაძე-ჩინჩალაძემ, მაშინ ვით თამაშობს ამ თამაშს, მე?! სხვა ტიპის კითხვა დასვით, სირცხვილია უბრალოდ. ცოტა ღირსება იქონიეთ, როდესაც მოსამართლეს ესაუბრებით და სხვასთან მოიკითხეთ ეს თემები. გამოძიება დაადგენს, ეს გამოძიება თუ არა სხვა, რა იყო და როგორ“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ახვლედიანს  პასუხის გაცემა მისი შვილის ქორწილის ხარჯებთან და ჩეხეთსა და იტალიაში შესაძლო ბიზნესების ფლობასთან დაკავშირებითაც მოუწია.

„ქორწილი ეხება გოგონას და ქართული წესით თქვენც იცით, როგორ ხდება, ეს ერთი და მეორე, ჩეხეთსა და იტალიაზე მკითხეთ, ესაა სირცხვილი და ძალიან საინტერესოა, ამ ტიპის აზრებს ვინ ავრცელებს“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ,  საქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics