19:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 09:55:19, 381 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულების შეფასების ახალი სისტემა ამოქმედდება

სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების  ახალი სისტემა დღეიდან ამოქმედდება, რომელიც ქულების დათვლის პრინციპს გულისხმობს.

როგორც შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, ეს არის სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება.

„უნდა შემცირდეს იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში იმყოფებიან. ბუნებრივია,  მთელი ეს პროცესი რადგანაც ეხება რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს  ერთდროულად ვერ განხორციელდება, სისტემა ორიენტირებული იქნება ბავშვებზე. ყველა ოჯახი, რომელიც  ღებულობს სოციალურ დახმარებას მიიღებს დამატებით ბენეფიტს 10 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე“,-განაცხადა სოფრომაძემ.  

შეგახსენებთ, რომ სატესტო პროგრამის მიხედვით შეფასების დროს მნიშვნელობა მხოლოდ  იმ ქონებას მიენიჭება,  რომელსაც ოჯახისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს.

სოციალურ აგენტს კი სოციალური დახმარების  დამოუკიდებლად  მოხსნის უფლება აღარ ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics