14:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:59:04, 1880 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი ელისაშვილის განცხადებაზე: ლუგარ ალიევის სახელი პირველად ტელევიზორით გავიგე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გადაცემა „არჩევანში“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სუბარი მას ირაკლი თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის, ლუგარ ალიევის შეწყალებას სთხოვდა.

სუბარის მტკიცებით,  აღნიშნული სახელი და გვარი მან პირველად ტელევიზიით გაიგო.

 „ლუგარ ალიევის სახელი და გვარი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზორში გამოაცხადეს. დავინტერესდი, ვინ იყო, ბუნებრივია არანაირი შეხვედრა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. დავინტერესდი, ვინ იყო და გავარკვიე, რომ ის გაუთავისუფლებია პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, არ გაათავისუფლებდა, რომ არ ჰქონოდა საფუძველი. თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თავად იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, რაც მე მინისტრი ვიყავი, იჯდა ნომერ მე-8 საპყრობილეში, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მკაცრი დაწესებულება იყო. ეს ყველაფერი გავარკვიე მაშინ, როდესაც ელისაშვილის განცხადება მოვისმინე.  ალეკო ელისაშვილთან უამრავჯერ მქონია კომუნიკაცია. ეს ჩემი მოვალეობა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით კიდეც. როგორც მინისტრს, მე პრეზიდენტებთანაც მქონდა კომუნიკაცია. ამ კონკრეტულ ადამიანზე მსგავსი რამ არ მომხდარა“,- განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics