16:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:51:35, 1868 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ჩართვას აქტიურად აპირებს

პრეზიდენტის მრჩევლის  პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, როცა მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, პრეზიდენტი ვითარებით ყოველთვის ინტერესდებოდა.

ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჩიხრაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს აღნიშული საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ჩაერთოს.

"და ყველა იმ ღონისძიებაში რომელიც ამ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს. ეს რთული თემაა. როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ გარკვეულ ზეწოლაზე, ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმა აღარაა, ეს არის ოფიციალური პროცესი და პრეზიდენტი აქტიური იქნება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics