16:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:44:02, 1580 ნახვა

კომენტარი
კილაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ეს ჩვენს მოსახლეობას ძალიან ფართო გზას გაუხსნის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერა მიულოცა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია მოსახლეობას ძალიან ფართო გზას გაუხსნის. 

“გილოცავთ და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იყო მათი ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი მიზანი, რომ ჩვენ დღეს ვყოფილიყავით ამ გადაწყვეტილების მომსწრე. ეს ჩვენს მოსახლეობას გაუხსნის ძალიან ფართო გზას, როგორც ადამიანური ურთიერთობებისთვის ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპაში სწავლის სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, პროცედურული ნაბიჯები გაზაფხულისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics