16:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 14:27:05, 1850 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანდრეს მამიკინსი: საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დიდი ხნის წინი უნდა მიეღო

ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დიდი ხნის წინი უნდა მიეღო.

როგორც მამიკინსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.

"ვთვლი, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია აქამდეც უნდა მიეღო, რადგან ქვეყანამ აჩვენა დიდი სწრაფვა ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. გარდა ამისა, საქართველომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა უპირობოთ შეასრულა", - აღნიშნა მამიკინსმა.

გარდა ამისა, მამიკინსმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიმართა და გადაწყვეტილებების დაგვიანებით მირების გამო ბოდიში მოუხადა.

"მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს და ბოდიში მოვუხადო, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება. საქართველომ მოთმინების დიდი უნარი გამოიჩინა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უვიზო მიმოსვლას იმსახურებს", - განაცხადა მამიკინსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავენ. პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესწრება. კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics