19:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 13:01:18, 328 ნახვა

საზოგადოება
681 ძირი კოლხური ბზის ნერგის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ხამისქურში უკანონოდ მოპოვებული 681 ძირი კოლხური ბზის ნერგის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  „წითელ ნუსხაში“  შემავალი  სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბზის ნერგებით დატვირთული ავტომანქანა ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით გადაადგილდებოდა.  გარემოსთვის მიყენებული ზიანი 139 000 ლარს აღწევს.

აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics