02:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 14:54:22, 1758 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბეჟაშვილი: პარტიის გენმდივნის ფუნქციას მერაბიშვილის გათავისუფლებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი დაეთმობათ რეგიონალური კონფერენციების მიერ არჩეულ პოლიტსაბჭოს წევრებს.

"მაქსიმალურად ვრთავთ რეგიონებისა და რაიონების  წარმომადგენლებს პოლიტსაბჭოში და გადაწყვეტილების მიღება მათზეც იქნება დამოკიდებული",-აღნიშნა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილის განმარტებით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითვისებს გენერალური მდივნის ფუნქციას, თუმცა პარტიის გენმდივანი კვლავ ვანო მერაბიშვილი იქნება:

"მერაბიშვილის გათავისუფლებამდე მის ფუნქციას შეითავსებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. გათავისუფლების შემდეგ, მას ექნება საშუალება, იყოს გენერალური მდივანი",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics