20:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 17:10:17, 1488 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: თუ პროდუქტის ხარისხს საფრთხე შეექმნება, ვადის გახანგრძლივებას წინ არაფერი უდგას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ძალიან პროდუქტიული იყო.

როგორც კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მუშაობის ყველა ძირითადი პრინციპი განიხილეს.

 „დღეს შედგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, სადაც ძირითადი პრინციპები განვიხილეთ. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული.  ჩვენ ვიმსჯელეთ არამხოლოდ ვადებზე, არამედ კონკრეტულ პროცესებზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს სამუშაო პროცესი. ვადებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ დასმულა. თუ საფრთხე შეექმნება პროდუქტის ხარისხს, ასეთ შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებას არაფერი უდგას წინ, თუმცა ვფიქრობ, ამის საჭიროება არ იქნება. ვფიქრობ, რომ ოთხი თვის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ხარისხიანი დოკუმენტის მომზადება ინკლუზიური პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ კომისია მუშაობას მომდევნო წელს განაახლებს: „კომისია მუშაობას დაახლოებით, იანვრის შუა რიცხვებიდან განაახლებს. ძალიან აქტიური მუშაობა გვექნება. შექმნილი გვაქვს ოთხი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა შტო იქნება წარმოდგენილი“.

რაც შეეხება კომისიაში პრეზიდენტის ჩართულობას, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ წინასწარი გადაწყვეტილება არც ერთ დებულებასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

„თუ უმრავლესობა ჩვენს მიერ შემოტანილ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ დებულებასთან დაკავშირებთ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics