19:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 11:36:50, 2319 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში

„თიბისი ბანკის” დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკი მზად არის ლარიზაციის პროცესისთვის და მთავრობასა და  ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარიზაციის პროცესი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეროვნული ვალუტის განვითარებისთვის ძალიან კარგია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია ეკონომიკისთვის და ლარის განვითარებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. მათ აღარ ექნებათ საფიქრალი, რომ დოლარის კურსის გამო გადასახადი გაეზრდებათ. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, -განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, „თიბის ბანკის“ დამფუძნებელმა მთავრობის დედოლარიზაციის ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics