2016-12-05 11:44:18, 1779 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: ბიუჯეტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ რეგიონში ცვლილებები მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ რეგიონში მიმდინარე გარკვეული ცვლილებები საზოგადოებაზე ნეგატიურად არ აისახოს.
"ეკონომიკური ზრდის ორი და სამპროცენტიანი მაჩვენებელი ცუდი მაჩვენებელია. მნიშვნელივანია, ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა შევძლოთ. რეფორმები, რომლებიც ბიუჯეტის პროექტშია ასახული, მხოლოდ ამას ემსახურება. ბიუროკრატიული ხარჯები მცირდება, როგორც ხელფასებისა და პრემიების, ასევე სხვა ხარჯებთან მიმართებაში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან