03:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 12:49:10, 1156 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენი მთავრობა განათლებას ნომერ პირველ პრიორიტეტად აცხადებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის უპირველესი პრიორიტეტი განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იქნება.

როგორც პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რეფორმის ფარგლებში, განათლების ყველა ქვემიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

„ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის უპირველესი პრიორიტეტი გახლავთ  ქვეყანაში, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება, განათლებას აცხადებს ნომერ პირველ პრიორიტეტად. ამ განათლების რეფორმის ფარგლებში, იგეგმება განათლების ყველა ქვემიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს უმაღლესი განათლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა მოერგოს დღევანდელი განვითარებიდან გამომდინარე საჭიროებებს და ლოგიკას, ეს არის დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება და რა თქმა უნდა, უპირველესყოვლისა, პროფესიული განათლება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება დაემყარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელს, დუალური განათლების პრინციპს, როდესაც, სამუშაო ადგილზე, პარალელურად სწავლება მიმდინარეობს.

„ეს სისტემა იქნება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რათა არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანმა შეძლოს, შეიძინოს მოკლევადიან პერიოდში ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას პირდაპირ ჩართავს შრომის ფერხულში და პირდაპირ დაასაქმებს დროის უმოკლეს პერიოდში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ მეცნიერებასაც განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება:

„ასევე შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება და რა თქმა უნდა იმ ტრადიციულად ძლიერ მიმართულებებს, რომლითაც საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics