01:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 14:36:34, 1040 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: ვიმედოვნებ, რომ შეხვედრები გაგრძელდება და საბოლოოდ დადგინდება ჩვენი საზღვრები

შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით დემილიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიაა შექმნილი, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სხდომაზე საზღვრებთან დაკავშირებით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო თავმჯდომარეობს და მასში რამდენიმე უწყებაა გაერთიანებული.

"ამ კომისიაში შედიან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ წარმოდგენილი ვართ, როგორც საზღვრის პოლიციითა და საპატრულო პოლიციით, ასევე კომისიაში შედის ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, შერიგების სამინისტრო და ბევრი სხვა უწყება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. რაც შეეხება თვითონ დადგენილ საზღვრებს, სომხეთის საზღვარზე 71%-ი უკვე შეთანხმებული და დადგენილია, რაც 160 კილომეტრს გულისმხობს. ამასთან, დაახლოებით 66 კილომეტრი არის კიდევ გასარკვევვი. აზერბაიჯანის საზღვარზე 66%-ი არის დადგენილი, ეს არის 303 კილომეტრი და დარჩენილია 155 კილომეტრის დადგენა. რაც შეეხება რუსეთთან საზღვარს აქ 87%-ი არის დადგენილი, დანარჩენზე მუშოაბა ვერ მიმდინარეობს გარკვეული მიზეზების გამო. 2008 წლის შემდგომ ამ ფორმატში შეხვედრები შევწყვიტეთ", - განაცხადა მრებრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრები კომისიების გარდა, ექსპერტების დონეზეც მიმდინარეობდა.

"ვიმედოვნებ, რომ რაღაც ფორმით ეს გაგრძელდება და საბოლოოდ დადგინდება ჩვენი საზღვრები", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ პატრულირებას, დეტალებზე სხვა ფორმატში ისაუბრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics