02:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 13:32:17, 1716 ნახვა

სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს

 იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

ამის შესახებ წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ ისტორიული და ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პროკურატურა დღეს არის თვისობრივად სხვა, ვიდრე მე და თქვენ და ყველას ჩაგვბარდა ეს ოთხი წლის წინ; ის აღარ არის ტერორის ინსტრუმენტი და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთავარი პროკურორი მართავს ისეთ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქის ინტერესზე და მორგებულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესზე. თუმცა, ბევრი ნაბიჯი არის კიდევ წინ გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოები ჩამოყალიბდნენ ნამდვილ თანამედროვე სტრუქტურად. მთავარი გამოწვევა − და თქვენ ეს იცით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს − ეს არის ის, რომ სპეცდეპარტამენტს, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე  მუშაობს, არ აქვს საკმარისი რესურსი − არც ადამიანური, არც ფინანსური, რომ გასწვდეს იმ ოდენობას უსამართლობების, რაც მათ წინაშე საქმეების სახით არის წარმოდგენილი. თუმცა, თქვენ ბოლო დღეებშიც ნახეთ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ არაერთი გახმაურებული და ჩვენთვის  ჯერ კიდევ ოპოზიციის დროიდან მტკივნეული საქმე შევიდა პროკურატურაში გადასინჯვის მოთხოვნით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics