2016-11-22 15:33:36, 1080 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსმენა, თუ რას ამბობს პრემიერი ასოცირების შეთანხმებაზე
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ასოცირებაზე“,-ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოჰ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტეტბი მუშაობენ ანგარიშზე, თუ როგორ ხორციელდება ასოცირების შეთანხმება ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„ამ ანგარიშს ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ. ასევე, ვმუშაობთ ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაერთიანდება ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა სამომავლო მიზანი“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან