12:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 16:35:26, 543 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდნეტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სადახლოს სასაზღვრო სექტორზე  იმყოფებოდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს  უმაღლესმა მთავარსარდალმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა.  მას სასაზღვრო პოლიციის  ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი დახვდა. 

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო საზღვრის დამცველებს და  10  მესაზღვრე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამაყით ვისაუბრო იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ საზღვრის დაცვას ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ეწირებოდნენ,  ამ საზღვრის დაცვას ეწირებოდა ჩვენი თაობაც. საზღვარი ის წმიდათა წმიდა ადგილია, რომლის გადმომლახველიც არ უნდა იყოს დანდობილი, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არც აქვს. საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისათვის და გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომლებსაც უღვაწიათ, რომლებსაც  ჯანმრთელობა, სიცოცხლე შეუწირიათ ამ მიზნისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ სამსახურისათვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ და მომავალშიც გააკეთებთ. და მსურს თქვენთან ერთად კიდევ მრავალჯერ  ვიზეიმო  ასეთი მშვიდობიანი დღეები, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს სიმშვიდე დაცულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა დღესვე სასაზღვრო გამშვები პუნქტი შენობა,  სპეცტექნიკა დაათვალიერა, გაეცნო ელექტრონული მონიტორინგის სიტემას და მოინახულა მესაღვრეების საცხოვრებელი.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics