16:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 15:19:04, 1023 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჟვანია: რულოვსისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერის, სანდრა რულოვსისთვის პარლამენტის  წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება  საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს.

 ჟვანიას განმარტებით, პროცედურების თანახმად, ცესკო რეაგირებას სწორედ პარლამენტის მიერ რულოვსისთვის ვადამდელი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მოახდენს:

„ანუ,  სიაში შემდგომი რიგი რომელ კანდიდატსაც უწევს, მას მიმართავს, არის თუ არა თანახმა, პარლამენტის წევრი იყოს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი  საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  შესაბამისი განცხადებით მან საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics