08:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 15:02:53, 645 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით,    გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის 25-27 თებერვლის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით.

"უვადო მსჯავრდებულის  შეწყალების თაობაზე კომისიამ დადებითი რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს.  პრეზიდენტმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დღეს მან ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, უვადო მსჯავრდებული შეიწყალა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,   პატიმარი უვადო სასჯელს იხდიდა რამდენიმე მუხლით, ყველაზე მძიმე ბრალი რომელიც მას ჰქონდა წაყენებული ეს არის განზრახ მკვლელობა.

"მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 15 წელზე მეტი სასჯელი. პრეზიდენტმა მას დაუდგინა ვადა და ჯამურად მას ექნება მოსახდელი არაუმეტეს 25 წლისა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics