14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 11:07:20, 1537 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ხადური: ბიუჯეტი, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს, თვისობრივად განსხვავებული იქნება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით,  ბიუჯეტი რომელსაც ახალი პარლამენტი  და მთავრობა დაამტკიცებს, თვისობრივად განსხვავებული იქნება.

მისივე განმარტებით, ბიუჯეტში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის- მაკროეკონომიკური პროგნოზებიც:

„იცით რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კარგად შეაფასა ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად. ჩემი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ახლა იყვნენ ვაშინგტონში წლიური შეხვედრის ფარგლებში.  მათთან მუშაობა გაგრძელდება. ახალი მთავრობა, ახალი პალამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტს,  რომელიც თვისობრივად განსხვავებული იქნება. ყველაფერი, რაც გაკეთდება, გაკეთდება კანონმდებლობის ფარგლებში“,-აღნიშნა ხადურმა.

ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ  595 მილიონ ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics