21:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:44:16, 1371 ნახვა

სამართალი კომენტარი
„მამუკა ახვლედიანი მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება ელოდებოდა“

„მამუკა ახვლედიანი ეთიკის ყველა წესს არღვევს, მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, მას სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება ელოდებოდა“, - ამის შესახებ მოქმედმა მოსამართლემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ გაბინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გაბინაშვილმა აღნიშნა, გუშინ და გუშინწინ გავრცელებული ჩანაწერები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების მიზეზია.

მისი თქმით, საბჭოს დღევნდელი სხდომა გაიმართება იმისთვის, რომ საბჭომ შესაბამისი მიმართვა და განცხადებები გააკეთოს მოქმედი მოსამართლეებისთვის.

„მოქმედი მოსამართლეებისთვის ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე. ის რაც ამ აუდიო ჩანაწერებში გვესმის, არღვევს მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონს და არის აკრძალული. აღნიშნული კანონის დარღვევა არის მძიმე ფაქტი. ამ ჩანაწერებით დასტურდება, რომ ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თავისი ინიციატივით ხვდება საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს და პიროვნებას რომელიც არ არის მარტო საქმეში მონაწილე და ტელევიზიის გენერალური დირექტორი, არამედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს და პროცესებში თვითონ იღებს მონაწილეობას. აღნიშნული კანონით, მოსამართლე თავის უფლებებს იცავს, ამ შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და სწორედ მაშინ, როცა ტელევიზიის საქმე ჯერ კიდევ წარმოებაში იყო“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

მან წინასწარი სამართლებრივი შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კომპეტენტურმა ოგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან.

„ახვლედიანი მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, სასამართლო სისტემიდან გათავისუფლდებოდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაიწყონ გამოძიება. ჩვენ არ ვართ დევნის ორგანო და ეს საკითხი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანაგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის აუდიო ჩანაწერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics