17:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:53:49, 845 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ დესტაბილიზაციას ხელისუფლება გეგმავს და  მათი მხრიდან ბრალდებები იმიტომ ისმის, რომ  შემდეგ  თავი გაიმართლონ.

კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალურ მოძრაობას“  დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს, თუმცა მათ ამ გეგმის აღსრულების რესურსი არ გააჩნიათ:

"ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, და ჩვენ ამ განცხადებებზე ვაგებთ პასუხს, ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვს, ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics