12:14 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:14:43, 597 ნახვა

სხვადასხვა
ექვსი წლის ამერიკელი ბიჭი სირიაში დაშავებული ბავშვის პოვნას და აშშ-ი ჩამოყვანას ითხოვს

ექვსი წლის ამერიკელმა ბიჭუნამ ბარაკ ობამას წერილი გაუგზავნა, რომელშიც პრეზიდენტს ალეპოს დაბომბვისას დაშავებული სირიელი ბავშვის პოვნას და მის აშშ-ში ჩამოყვანას სთხოვს, - ბავშვის წერილი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ალექსმა პრეზიდენტს წერილი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ინტერნეტში გავრცელებული სირიელი ომრან დაქნეშის ფოტო ნახა. 

“ძვირფასო პრეზიდენტო ობამა, გახსოვთ ბიჭი, რომელიც სირიაში სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის? შეგიძლიათ, ის იპოვოთ და ჩვენს სახლში მოიყვანოთ? ჩვენ დაგხვდებით დროშებით, ყვავილებითა და ბუშტებით. ჩვენ მას ოჯახს მივცემთ და ის ჩვენი ძმა იქნება”, - წერს ექვსი წლის ალექსი.

პრეზიდენტმა ობამამ ალექსის წერილი ლტოლვილთა საკითხისადმი მიძღვნილ გაერო-ს სამიტზე წაიკითხა.

“ჩვენ უფრო მეტად უნდა დავემსგავსოთ ალექსს", - აღნიშნა ობამამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics