13:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 18:10:34, 550 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ვიმედოვნებ, მომავალშიც ისეთი ავტორიტეტით ვისარგებლებთ, როგორიც დღეს გვაქვს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.

მან ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ისაუბრა და  ბანკის მიმართ ბოლო კვირებში დასმულ  შეკითხვებს  უპასუხა.

ქადაგიძის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი თავის  ერთ-ერთი მთავარ  ფუნქციას,  სავალუტო რეზერვების სწორად  მართვის თაობაზე, ეფექტურად ახორციელებს.

ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი სწორი პოლიტიკა პარტნიორების მიერ აღიარებულია. სწორედ ამიტომ, ქადაგიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკი მომავალშიც იმ პოლიტიკას გაატრებს, რასაც დღეს ახორციელებს.

"ჩვენ მომავალშიც გავატარებთ ამ პოლიტიკას რომელსაც ვატარებთ და რომელიც სწორია და აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ.  იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ მომავალში გავაგრძელოთ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობა, რომელიც გვაქვს დღეს",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics