08:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 14:39:24, 897 ნახვა

კომენტარი
ოთო კახიძე: დემურ სტურუას საქმეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, დემურ სტურუას საქმეში ეჭვმიტანილი პოლიციელის გადაადგილებაზე კონტროლი უნდა დაწესებულიყო, რათა პირი არ მიმალულიყო.

„როდესაც საქმე ადამიანის გარდაცვალებას ეხება, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, რომ სავარაუდო ბრალდებულის გადაადგილებაზე დააწესოს კონტროლი, რათა პირი მართლმსაჯულებას არ გაექცეს. ეს ყოველივე არ გაკეთდა და პირი მიმალვაშია. შესაბამისად, საქმეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და მას ვერც ხელისუფლება და ვერც ივანიშვილი ვერ გაექცევა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემურ სტურუას  თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამართლდამცავი ორგანოები თანმიმდევრულად მოქმედებდნენ: „დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მგონია, რომ თანმიმდევრულები იყვნენ. არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე ჭორებზე დააპატიმროს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics