01:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:56:07, 791 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ტერორიზმი მთელმა კაცობრიობამ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ჩვენი რეალობიდან

ვიცი-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ  ტრაგედიას  გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირია. რომელიც სპობს ყველაფერს, რასაც შეეხება : ქალს, კაცს, ბავშვს, ასაკოვანს და ახალგაზრდას... პლანეტის ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად ეროვნებისა.

ამ საშინელებასთან ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, ასევე განურჩევლად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა, ასაკისა თუ სქესისა... სტამბოლში საშინელება მოხდა, ეს ტერაქტი ამ გამოუცხადებელი ომის სისხლიან ქრონიკაში ჩაიწერება, როგორც კიდევ ერთი ტკივილი, აღშფოთება და უდიდესი ადამიანური ტრაგედია...

ვუსამძიმრებ ყველას. დღეს ჩვენ თითოეული დაღუპულის ოჯახი უნდა გავამხნევოთ, დღეს ჩვენ თითოეული დაჭრილის გვერდით უნდა დავდგეთ. ჩვენ - მთელმა კაცობრიობამ არა მარტო უნდა დავგმოთ ტერორიზმი და ვიგლოვოთ მსხვერპლი, არამედ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება ჩვენი რეალობიდან!

თანადგომა და თანაგრძნობა თურქ ხალხს და მთავრობას, სამძიმარი და ნუგეში მსხვერპლის ახლობლებს... მე მწამს, რომ ეს ომი სიკეთის გამარჯვებით, გონიერი კაცობრიობის გამარჯვებით დასრულდება... რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე დროში“, - ნათქვამია ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების შედეგად მსხვერპლი იზრდება, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით,  დაშავებულთა რაოდენობამ 147 მიაღწია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics