20:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 17:39:03, 1116 ნახვა

სამართალი კომენტარი
კახიძე: ვანო მერაბიშვილის გამარჯვება, ყველა იმ მოხელის გამარჯვებაა, ვინც პოლიტიკურ დევნაშია

ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახიძის თქმით, მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით განაგრძობს.

„ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველა იმ პოლიციელის გამარჯვებაა, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში ან შეავიწროვეს პოლიტიკური ნიშნით. ასევე,  ეს არის გამარჯვება ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელიც გაათავისუფლეს სამსხურიდან ან პოლიტიკურ დევნაშია. ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ,  რაც ისედაც ნათელი იყო, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ოთარ კახიძემ ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს 12 ათასი ევრო 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics