21:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:51:20, 1148 ნახვა

კომენტარი
გია ხუხაშვილი: თამარ სანიკიძე არ ბრწყინავდა როგორც მინისტრი და მისი გადაყენების მიზეზი ალბათ ეს იყო

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით,  თამარ სანიკიძე სუსტი მინისტრი იყო და მისი თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს.

მისივე  თქმით, განათლების სისტემაში როგორც რეფორმის, ისე მიმდინარე ოპერატიული საკითხების თვალსაზრისით, ბევრი პრობლემა იყო.

"თამარ სანიკიძე არ ბრწყინავდა როგორც მინისტრი, ეს გასაგებია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო განათლების სისტემაში როგორც რეფორმის თვალსაზრისით, ასევე მიმდინარე ოპერატიული საკითხების თვალსაზრისით, ბევრი დაძაბულობის კერები გაჩნდა გარდა იმისა, რომ თვითონ განათლების პროცესი ჩაშლის პირას არის დამდგარი. მიზეზი ალბათ სავარაუდოდ ეს იყო",-განუცხადა ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს".

მისივე თქმით, სანიკიძის შემცვლელს არ იცნობს და შეუძლია მხოლოდ წარმატებები უსურვოს:

 "რა იქნება შემდგომში,  ამაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ  ჯერჯერობით ჯეჯელავას მე არ ვიცნობ, ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს მასზე. ვუსურვებ წარმატებას",-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე  თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა ცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics