2016-06-02 14:24:01, 897 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს
"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს", - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "აჭარის" ტელევიზიის ეთერში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
" სამი წელი და რვა თვეა უკვე მთავრობაში ვარ და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უჩნდება ეჭვი, მმართველ კოალიციაში გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან