14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 12:53:02, 382 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია.

სტუმრებმა სააგენტო დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ 3D ფორმატის ბილეთებს გაეცნენ და  სანომრე ნიშნების ბეჭდვისა და ავტომობილების დათვალიერების პროცედურას დაესწრნენ.

გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელმა ალექსანდრ ლარიონოვმა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარა და გამოცდის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მოლდოველმა სტუმრებმა ასევე  მოისმინეს მცირე პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics