14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:31:53, 373 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივიმიაგო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს მთელი ისტორია არის დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის ბრძოლის  და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირული გმირების ისტორია. 23 თებერვალი, 25 თებერვალი სწორედ ასეთი დღეებია, რომ არ ყოფილიყვნენ კოჯორელი ბიჭები, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნისათვის დღეს თავისუფლება არ გვექნებოდა. სწორედ ასეთი თავდადებით მოვიპოვეთ თავისუფლება და დღესაც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.   ამის მაგალითი იყვნენ ის ბიჭები, რომლებიც სოხუმიდან გადმოვასვენეთ და ამის მაგალითია ის ბრძოლა, რომელიც დღესაც გრძელდება.  80-იან წლებში, როცა აკრძალული იყო ხსენებაც კი, 23 თებერვალს მე და ჩემი მეგობრები მოვდიოდით ამ ადგილას და კოჯრის ციხესთან, სადაც მთავარი ბრძოლები გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო ჩვენი რწმენა, რომ აუცილებლად დადგებოდა დღე, როდესაც საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა. 94 წლის წინ ამ დღეს რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics