|
2016-04-10 10:25:21, 700 ნახვა
სამართალი
შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი საქალაქო და რაიონული სამმართველოების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მ.იაშვილის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, სისხლს რეგულარულად აბარებს. ამჯერად სისხლი შსს–ს ასამდე თანამშრომელმა გაიღო. დონორობის მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)