|
2016-04-06 10:59:34, 665 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს, გერმანიის ფედერალური მიწების - ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს და ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეული პროგრესი, სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, არალეგალური მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)